სიბერე საქართველოში- ცხოვრების სასტიკი განაჩენი

Posted on Updated on


imageსაღამოს 8 საათია. გამოვდივარ უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან და ფეხით მივუყვები გზას მეტრო თავისუფლებამდე. გზის ფული მაქვს ჯიბეში, მაგრამ ყოველთვის ფეხით მირჩევნია გავლა. ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ ამ დროს შემიძლია ვიფიქრო ყველაფერზე- გარემოს დაბინძურების პრობლემებზე, ქუჩის ხმაურზე, უმუშევრობაზე, მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებზე, იმაზე, რა უნდა ჩავიცვა ხვალ, როგორ გავანაწილო ხელფასი და მოკლედ, ყველაფერზე, რაზეც შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ არსად მეჩქარება, მიწისქვეშა გადასასვლელს რატომღაც თავს ვარიდებ და ვცდილობ გზაზე გადარბენას. ერთი ნაწილს საკმაოდ მოხერხებულად ვკვეთ, მაგრამ მეორეზე არ ვიცი მუხლმა მიმტყუნა თუ გამბედაობამ, ვიბნევი, მაგრამ მაინც კარგად “გამოვძვერი”.. სამი-ოთხმა მძღოლმა “შემიკურთხა” და ეგ იყო.. ჯერ სული არ მაქვს მოთქმული, რომ მოხუცი ბებია სანთლის შეძენას მთავაზობს. სწრაფად ვიღებ ჯიბიდან 2-ლარიანს, მკაცრი სახით ვაწვდი ბებოს, რომლის სახე სულაც არ მეჩვენება სათნო და შემწეობას მოკლებული, სწრაფად ვცილდები იქაურობას და შორიდან ვეძახი სანთელი არ მინდა-მეთქი.
ათი ნაბიჯი არ მაქვს გადადგმული, რომ ჩემზე ოციოდე სანტიმეტრით დაბალი ძაღლი კუდის ქიცინით მიახლოვდება და თვალებში შემომციცინებს. შეშინებული თვალებით ვიხედები გარშემო დახმარების სათხოვნელად და მოხუცი ბაბუაც მალე მევლინება “მხსნელად”, სანაცვლოდ კი 20 თეთრით დახმარებას მთხოვს,თან მიხსნის, რომ მშივრები არიან თვითონაც და მისი საყვარელი ცხოველიც. გუნება წამიხდა! მხოლოდ იმიტომ დამეხმარა, რომ ჩემგან სარგებელს ელოდა? მაგრად ტეხავს!- ვიძახი ჩემთვის და ჩვეული სისწრაფით ვაგრძელებ გზას. თავისუფლების მეტრომდე კიდევ 5 მოხუცი მთხოვს დახმარებას ..
სწრაფად ჩავრბივარ ლესელიძეზე და ჩემს საყვარელ საშაურმეთან ვჩერდები. სანამ ჩემი შაურმა დამზადდება გარშემომყოფთა თვალიერებით ვარ დაკავებული. შესასვლელთან შავი აბრაა გაკრული მკაცრი წარწერით : “გარედან საკვების შემოტანა აკრძალულია”!!!!!! (ბოლოში 6 ძახილის ნიშანი ალბათ მეტი სიმკაცრისთვის). დარბაზში სულ 6-7 ადამიანი ვართ, ზოგი ველოდებით, ზოგს კი უკვე მიღებული აქვს თავისი შეკვეთა. მოკლედ, ყველა ჩვენგანის საკვებს შაურმა ჰქვია. მხოლოდ ორი მოხუცი ჩინელი (სავარაუდოდ ცოლ-ქმარი) ზის უჩვეულოდ: სკამზე აქვთ ფეხები შემოკეცილი და ბრინჯს მიირთმევენ ხის ჩხირებით. 
ჩემი შაურმა მოვიდა. 
- თქვენთან ბრინჯიც არის?- ვეკითხები მიმტანს, რომელიც ხვდება რაზეც მივუთითებ და მპასუხობს, რომ გარედან აქვთ მოხუცებს შემოტანილი.
ეს აბრა ალბათ მხოლოდ ქართველებისთვისაა, ვიძახი ჩემთვის და ვიწყებ ჭამას ცხოვრებაზე გაბრაზებული. სულ პატარა მონაკვეთში 6 ქართველი მოხუცი ითხოვდა დახმარებას, უცხოელები კი მათ ასაკში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.
რამდენი წლის იქნება ის ბებო, ქუჩაში სანთლებს რომ ყიდდა? ალბათ 70. შესაძლოა არც იყო მაგდენის.. ეს ცოლ-ქმარი 80-ს არიან გადაცილებულები. გვერდზე მაგიდაზე მჯდომმა თქვა: ,,85 წლისაა ეს კაცი და ჩემზე კარგად კი გამოიყურებაო”. 10 წლით მაინც იყო ეს ბებო ამ წყვილზე პატარა, მაგრამ 10-ჯერ მეტი ნაოჭი ჰქონდა სახეზე. ჩინელი მოხუცები საქართველოში იყვნენ ჩამოსულები ქვეყნის დასათვალიერებლად. ალბათ თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ. ქართველი მოხუცები კი საათობით დგანან ავტობუსის გაჩერებაზე, ოცი თეთრის ეკონომია რომ გააკეთონ.
ორიოდე კვირის წინ პაპა გარდამეცვალა. მეწყინა, მაგრამ 72 წლის იყო და მოჭამა თავისი დრო-მეთქი ვიფიქრე. სხვა ქვეყნებში ამ ასაკში იწყებენ ცხოვრებას, ჩვენთან- კვდებიან. სხვაგან მოხუცები პენსიას აგროვებენ და მსოფლიოს გარს უვლიან, ჩვენთან მაქსიმუმ ერთ ტომარა ფქვილს და ორი კვირის სამყოფ წამალს თუ იყიდიან. უცხოეთში მოხუცები თვეში რამდენჯერმე მგზავრობენ თვითმფრინავით, ქართველები კი 3-4 ჯერ თუ ჩასხდებიან სამარშუტო ტაქსიში. სხვაგან ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80-85 წელია, ჩვენთან 70 წელს თუ მიაღწიე- მაგრად გაგიმართლა !
20 წუთში 20-ჯერ მაინც გავბრაზდი ხან ამ ჩინელ ცოლ-ქმარზე, ხან მთავრობაზე, ხან საშაურმის პერსონალზე, ხან კი ჩემს თავზე, მაგრამ არ ვიცი, ხვალ შეიძლება ისევ არ მომეჩვენოს იმ მოხუცი ბებიის სახე შემწეობას მოკლებული და სათნო, შეიძლება ხვალ ისევ ვთქვა: 70 წლის იყო, მოჭამა თავისი დრო-მეთქი.

ლეონელ მესის ახალი გრანდიოზული სასახლე

Posted on


mesissasaxle“ბარსელონასა” და არგენტინის თავდამსხმელის, ლიონელ მესისახალი სახლ-კარი ზედხედიდან მნახველს საფეხბურთო სტადიონს მოაგონებს, ცენტრში დადებული ბურთით.

“ოქროს ბურთის” 4-გზის მფლობელის სახლის პროექტზე ესპანელ არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს, რომელსაც ლუის დე გარიდო ხელმძღვანელობს.

ეს უკანასკნელი თავის დროზე არაერთი ცნობილი ადამიანის, მათ შორის, ნაომი კემპბელის ვილის პროექტზე მუშაობდა.

მესის ახალ სახლ-კარში გარაჟი იმავდროულად ჭიშკრის ფუნქციასაც შეასრულებს, ძირითად საცხოვრისთან კომპლექტში კი ზემოდან “ათიანად” გამოჩნდება – სწორედ ამ ნომრით თამაშობს თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა.

რაც შეეხება სამოსახლოს ფართობს, ის 1300 კვადრატულ მეტრს აღემატება.

ყოფილმა პაპმა ბენედიქტმა საკუთარი ჰომოსექსუალობა აღიარა?

Posted on Updated on


benediqte“პაპმა ბენედიქტმა განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი მისივე ორიენტაცია გახდა. 85 წლის პონტიფიკმა აღიარა, რომ “გეია” და “აღარ შეეძლო”, ტყუილში ეცხოვრა”: “ჩემი რწმენის გამო რვა ათეული წელი ვთვალთმაქცობდი და საკუთარ იდენტობას ვმალავდი. ახლა კი ამას ვნანობ და აღარ მსურს, ტყუილში ვიცხოვრო” – DailyCurrant-ის მიერ გავრცელებულმა ამ შეთითხნილმა სტატიამ ასიათასობით კათოლიკეს მსოფლიოს მასშტაბით ალბათ თმები ყალყზე დაუყენა, სანამ ისინი მიხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. DailyCurrant-ი მისი სერიოზული ბიძაშვილის, DailyCurrent-ის (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული გაზეთი) პაროდიული ვერსიაა და ასეთ დამაჯერებელ ტყუილებს ხშირად აცხობს. გულუბრყვილო მკითხველიც ხშირად ერთ საბედისწერო ასოს ყურადღებას აღარ აქცევს და გავრცელებული ტყუილი მართალი ჰგონია. ასე მაგალითად, მთელი აურზაური გამოიწვია ონავარი ბრიტანელების მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ იმის შესახებ, თუ როგორ დასცინა ბარაქ ობამამ ვლადიმირ პუტინს, ამ უკანასკნელმა კი იგი ფეისბუქიდან წაშალა. ყველაზე სასეირო ისაა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც ეს ყველაფერი დაიჯერა, ნამდვილი დაკა-დაკა გაიმართა იმის შესახებ, სწორად მოიქცა თუ არა პუტინი და რა უნდა ეღონა ობამას საპასუხოდ.

მსგავსს ინტერნეტ გვერდს ალბათ გავაკეთებ და ვნახოთ საქართველოში როგორი რეიტინგი ექნება :)

 

ყურადღება!!! ინფორმაცია თუ როგორ ამოდო ლაგამი ადეიშვილმა ოცნებას

Posted on


adeishvili“არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად დანიშვნამდე, ვენაში, სასტუმრო “გრანდ ოტელში“ ზურაბ ადეიშვილს შეხვდა“ – ამის შესახებ ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე, საინფორმაციო სააგენტო “თაიმერთან” ინტერვიუში აცხადებს.

“არჩევნები უკვე მოგებული იყო, მაგრამ არჩილი ჯერ მთავარ პროკურორად დანიშნული არ გახლდათ. ის ჩავიდა ვენაში და ადეიშვილს შეხვდა. წასული იყო სამი დღით. მე მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. როდესაც ჩამოვიდა, ვკითხე და უარყო. მე ეს ინფორმაცია გადამოწმებული მქონდა. გერმანიაში მცხოვრებ ჩემს მეგობარს ვთხოვე, ჩასულიყო ვენაში. მან გაარკვია, რომ ადეიშვილი სასტუმრო “გრანდ ოტელში” ცხოვრობდა. ვთხოვე, ვიდეო ჩანაწერი გამოეგზავნა, რაზეც მითხრა, რომ სასტუმროს ვიდეო ჩანაწერის მოპოვება შეუძლებელი იყო. არ ვიცი, რას შეეხო აღნიშნულ პირებს შორის საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცაზე მოილაპარაკეს. მას შემდეგ, გინახავთ ახალაიასა და მერაბიშვილის მეტი ვინმე დაჭერილი? ამ სერვერზე არსებული ყველა ინფორმაცია, ადეიშვილმა დააპორტირა და ევროპაში წაიღო. ეს იყო უზარმაზარი კომპიუტერული სისტემა, რომელიც 16 სამინისტროს მუშაობის შესახებ ინფორმაციას იტევდა. ამიტომაც ვერ იჭერს ახალი ხელისუფლება. ვალდებულნი არიან, მას ანგარიში გაუწიონ, რადგან სხვა შემთხვევაში, ის გამოაქვეყნებს ინფორმაციას, როგორ დადიოდნენ ესენი ადეიშვილთან და კუდ-ის მაღალჩინოსნებთან ინფორმაციის მისატანად. ამ თემაზე პროკურატურაში გამოძიება არც მიმდინარეობს. პრემიერმა სწორად თქვა, ადეიშვილი ჭკვიანი კაციაო – ჭკვიანია, აბა რა, თაგვებივით გამოიჭირა ესენი. ადეიშვილი, კაბინეტიდან 16 სამინისტროს აკონტროლებდა”, – აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.

 

სააკაშვილის გაეროში გამოსვლას სომხეთში და აზერბაიჯანში ეხმაურებიან

Posted on


azerbaijanidasomxetiსომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის წევრი ედუარდ შარმაზანოვი სააკაშვილის გაეროშო გამოსვლას გამოეხმაურა. შარმაზანოვმა სააკაშვილის იმ გამონათქვამს უპასუხა, რომელშიც ყარაბახის კონფლიქტის არსებობაში რუსეთის ინტერესებზე იყო საუბარი.

ედუარდ შარმაზანოვის თქმით, სომხეთი აფასებს რუსეთის ძალისხმევას ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად და პოლიტიკური გზით მოგვარებაში.

პრეზიდენტის გაეროში გამოსვლას აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატი აიდინ მირზაზადე „მოამბესთან“ საუბარში ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს, თუმცა ზოგიერთ საკითხში მას არ ეთანხმება. მისი აზრით, მოსაზრება, რომ რუსეთს არ სურს აზერბაიჯანის გაძლიერება არასწორია. მირზაზადეს თქმით, ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის და სომხეთის გადასაწყვეტია. დეპუტატის განცხადებით, აზერბაიჯანს აქვს ძალა ეს საკითხი დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე სხვა ქვეყნები. Read the rest of this entry »

გოგრის დიეტა

Posted on


gogrisdietaაგვისტოს ბოლოს დამწიფებას იწყებს სასარგებლო და ამასთან, დაბალკალორიული ბოსტნეული – გოგრა. წარმოგიდგენთ, გოგრის საუკეთესო დიეტებს.

ფეტვისა და გოგრის დიეტა. ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფეტვის დიეტა, თუმცა დიეტოლოგები ხშირად უარს ამბობდნენ ამ დიეტაზე, იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში რაციონში ბევრი სასარგებლო ნივთიერება არ შედიოდა. ამიტომ, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ფეტვს გოგრას დავუმატებთ. ეს იქნება გემრიელიც და თან ნოყიერიც. აღნიშნული დიეტა ერთ კვირაზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს. ამ პერიოდის მანძილზე თქვენ 5-დან 7 კილოგრამამდე დაიკლებთ. Read the rest of this entry »

სამხრეთ კორეაში „უჩინარ“ ცათამბჯენს ააშენებენ

Posted on


catambrjeniსამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში „უჩინარ“ ცათამბჯენს ააშენებენ. შენობის დაგეგმვის და აშენების უფლება ამერიკულმა კომპანია GDS Architects-მა მიიღო. შენობის ფასადის გაფორმება LED ტექნოლოგიის მქონე საფარით იგეგმება, რომელიც აჩვენებს თუ რა ხდება საწინააღმდეგო მხარეს, ანუ შენობა ხელოვნურ გამჭვირვალობას შეიძენს. ამიტომ მას „უჩინარ“ ცათამბჯეს უწოდებენ.

ცათამბჯენი დაგეგმარების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ ჯერ-ჯერობით უცნობია მისი მშენებლობის ხარჯებიცა და დასრულების ვადაც.