სამხრეთ კორეაში „უჩინარ“ ცათამბჯენს ააშენებენ
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში „უჩინარ“ ცათამბჯენს ააშენებენ. შენობის დაგეგმვის და აშენების უფლება ამერიკულმა კომპანია GDS Architects-მა მიიღო. შენობის ფასადის გაფორმება LED ტექნოლოგიის მქონე საფარით იგეგმება, რომელიც აჩვენებს თუ რა ხდება საწინააღმდეგო მხარეს, ანუ შენობა ხელოვნურ გამჭვირვალობას შეიძენს. ამიტომ მას „უჩინარ“ ცათამბჯეს უწოდებენ.
ცათამბჯენი დაგეგმარების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ ჯერ-ჯერობით უცნობია მისი მშენებლობის ხარჯებიცა და დასრულების ვადაც.
ოქტომბერი 8, 2013, 12:23
მერე იტყვიან,უხილავ ცათაბჯენს მილიონობით მნახველი ყავსო :დ
ოქტომბერი 8, 2013, 14:32
მეგრელი რომ ოცნების კოშკს ააშენებს და გააქირავებს მაგ პონტშია 😀
ოქტომბერი 9, 2013, 18:56
:დ
ოქტომბერი 9, 2013, 19:04
ბათუმის ტექ. უნი. რომ მიშას უჩინარი აეშენებია წარმოიდგინე ოცნება რა ამბავს ატეხდა :დ
ოქტომბერი 9, 2013, 22:45
:დ შენ პოლიტიკაში ძაან :დ
ოქტომბერი 9, 2013, 23:35
აბა რა ^_^